spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – რუსი ივანიშვილის ჯიბის პროკურორების არავის ეშინია

პრეზიდენტი ჩაუდგა ავანგარდში იმ პროცესს, რომელსაც ჰქვია ევროპული გამარჯვების დაბრუნება, ამისთვის უნდათ, სინამდვილეში, სისხლის სამართლებრივ დევნაში მისცენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და საქართველოს მესამე პრეზიდენტიც, სწორედ ამიტომ არის პოლიტიკურ ტყვეობაში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი ივანიშვილის ჯიბის პროკურორების არავის ეშინია.

“ქვეყანას, სადაც ერთი პრეზიდენტი უკვე პოლიტპატიმარია და მეორე პრეზიდენტს დაჭერით ემუქრებიან და დაკითხვაზე იბარებენ ივანიშვილის პროკურორები, ფაქტია, რომ ამ პირობებში წართმეული აქვს ყოველგვარი, ნორმალური განვითარების შანსიც და ევროპული მომავალიც საქართველოს. პრეზიდენტი ჩაუდგა ავანგარდში იმ პროცესს, რომელსაც ჰქვია ევროპული გამარჯვების დაბრუნება, ამისთვის უნდათ, სინამდვილეში, სისხლის სამართლებრივ დევნაში მისცენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და საქართველოს მესამე პრეზიდენტიც სწორედ ამიტომ არის პოლიტიკურ ტყვეობაში. რუსი ივანიშვილის ჯიბის პროკურორების არავის ეშინია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბერს გამოკითხვაზე დაიბარა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები