spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თინა ბოკუჩავა – საკმაოდ აღელვებთ, რადგან ესმით, რომ ეს სანქცირების პოლიტიკა გაფართოვდება და გავრცელდება რეჟიმის ყველა ჭანჭიკზე

საკმაოდ აღელვებთ, რადგან ესმით, რომ ეს სანქცირების პოლიტიკა გაგრძელდება, გაფართოვდება და გავრცელდება რეჟიმის ყველა ჭანჭიკზე, რომელიც ძალადობს ქართველ ხალხზე და რომელიც მონაწილეობს ივანიშვილს რეპრესიული მანქანის მოქმედებაში, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ  განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა რეჟიმი უფრო ღიად გამოხატავს სანქციების მიმართ შიშს.

“ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ აღელვებთ, რადგან ესმით, რომ ეს სანქცირების პოლიტიკა გაგრძელდება, გაფართოვდება და გავრცელდება რეჟიმის ყველა ჭანჭიკზე, რომელიც ძალადობს ქართველ ხალხზე და რომელიც მონაწილეობს ივანიშვილს რეპრესიული მანქანის მოქმედებაში. ძალიან კარგია, რომ ახლა გაცილებით ღიად გამოხატავენ რეჟიმის პაიკები შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მალე მათ შეიძლება ვერ შეძლონ მოგზაურობა ევროპის ვერცერთ ქვეყანაში და მეტიც, შესაძლოა, აღნიშნული ტარგეტირებული სანქციები ფინანსურ სანქციებადაც იქცეს და ამით ფინანსური აქტივებიც მოექცეს სანქციების ქვეშ, როგორც ეს მოხდა აშშ-ის მხრიდან ივანიშვილთან მიმართებით. რაც შეეხება იმას, ჩვენ როგორ ვმუშაობთ და ვისთან გვაქვს კომუნიკაცია, ამის თაობაზე ძალიან ხშირად არის საჯარო ინფორმაცია და რაც არ არის საჯარო, ეს ასეც უნდა დარჩეს. ინერვიულონ, რადგან სანერვიულოდ აქვთ საქმე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები