საკონსტიტუციო სასამართლოს არც ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და არც მოსამართლეთა პირადი გამბედაობა არ ჰყოფნის რუსული კანონის გასაუქმებლად, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეს ქართველი ხალხი გააკეთებს და ხელისუფლების ცვლილებისთანავე ანტისახელმწიფოებრივი კანონი გაუქმდება.
“საკონსტიტუციო სასამართლოს არც ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ჰყოფნის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს კონსტიტუციის სასარგებლოდ და გააუქმოს ანტიკონსტიტუციური რუსული კანონი და არც პიროვნული გამბედაობა, როგორც ჩანს, რომ მოსამართლეები ღიად დადგნენ კანონის ნათელ მხარეს, გააუქმონ რუსული კანონი, მაგრამ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკუთარი გადაწყვეტილებით გააკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეს, რადგან ხელისუფლების ცვლილებისთანავე, კოალიციური მთავრობა გააუქმებს რუსულ, ანტისახელმწიფოებრივ კანონს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუცხადებია.