“ოცნების” პროპაგანდისტები კრემლის პარადიგმებს ასრულებენ. ომის და მშვიდობის პარადიგმამ ნამდვილად იმუშავა, სამწუხაროდ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნების” პროპაგანდა არის ძალიან მონოლითური.
“ოცნების” პროპაგანდისტები კრემლის პარადიგმებს ასრულებენ. ომის და მშვიდობის პარადიგმამ ნამდვილად იმუშავა, სამწუხაროდ. პროპაგანდა არის ძალიან მონოლითური. ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე გზავნილს აჟღერებენ.
როდესაც ოპოზიცია, მაგალითად, გახარია, რომელიც თავისი ეთერის 90%-ს უთმობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვას და სრულიად უტიფრად სვამს ტოლობას იმ პოლიტიკურ ძალას შორის, რომელმაც ეს ქვეყანა გამოიყვანა სიდუხჭირიდან და კორუფციის ჭაობიდან, სინამდვილეში ის 9 წელი ამ ქვეყნის ყველაზე წარმატებული 9 წელი იყო და როდესაც ამ ისტორიას გადაწერ ოპოზიციონერი, როდესაც შენვე ყიდი ტყუილს სიმართლედ, რა თქმა უნდა, ხელს უწყობ შემდეგ სამთავრობო პროპაგანდას.
ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული და ქართული სახელმწიფოს შენება. ჩვენ ყველაზე მეტი გვაქვს ამისთვის გაკეთებული და ამ საქმეს მოვემსახურებით ხვალეც”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.