spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – სასამართლო არის პოლიტიკური დევნის იარაღი ივანიშვილის ხელში და ამის თვალსაჩინო მაგალითია მიხეილ სააკაშვილი

სასამართლო არის პოლიტიკური დევნის იარაღი ივანიშვილის ხელში და ამის თვალსაჩინო მაგალითია მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იდევნება რუსული რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“სასამართლო არის პოლიტიკური დევნის იარაღი ივანიშვილის ხელში საქართველოს მოქალაქეების და მე ვიტყოდი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იდევნება ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ იმიტომ, რომ მან ქვეყანა არ დაუთმო რუსეთს 2008 წელს, ააშენა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანას გზა გაუკაფა ევროატლანტიკური სტრუქტურებისთვის და ყველაზე ადრე და ყველაზე თამამად აკრიტიკებდა ივანიშვილს რუსული საქმისთვის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამიტომ რა თქმა უნდა, მოლოდინი არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკური დევნისთვის გაგრძელდება რუსული რეჟიმის ხელში, მათ შორის სასამართლოს გამოყენებით და დღევანდელი გადაწყვეტილებაც იქნება ამისი მორიგი თვალსაჩინო მაგალითი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები