spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – შემიძლია, გითხრათ მხოლოდ ის, რომ გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები

გარკვეული სიახლე თავად ღონისძიებას უნდა ახლდეს. მე შემიძლია, გითხრათ მხოლოდ ის, რომ დიახ, გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

“მესმის, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევა მთავარი ოპოზიციური გაერთიანება იმ არჩევნებში, რომელიც რეფერენდუმად აქცია ბიძინა ივანიშვილმა ევროპასა და რუსეთს შორის, თუმცა ბუნებრივია, გარკვეული სიახლე თავად ღონისძიებას უნდა ახლდეს.

 

მე შემიძლია, გითხრათ მხოლოდ ის, რომ დიახ, გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები და რაც მთავარია ის, რომ ჩვენი მიზანი არის საერთო ფრონტის შექმნას შევუწყოთ ხელი ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

დღეს, 20:00 საათზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ყრილობა გაიმართება, სადაც საარჩევნოდ დაგეგმილ პარტიულ ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები