spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – შეუძლებელია, დონალდ ტრამპისა და ივანიშვილის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს

შეუძლებელია, დონალდ ტრამპისა და ივანიშვილის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს მაშინ, როდესაც ივანიშვილი რუსეთის გამარჯვებაზე დებს ფსონს, დონალდ ტრამპი კი ძლიერი ამერიკის, დასავლეთისა და უკრაინის ერთობლივი გამარჯვების ფლაგმანია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია არა ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებით, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით და ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლება პროდასავლური, პროამერიკული კოალიციური მთავრობით.

 

შეუძლებელია, დონალდ ტრამპისა და ივანიშვილის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს მაშინ, როდესაც ივანიშვილი რუსეთის გამარჯვებაზე დებს ფსონს, დონალდ ტრამპი კი ძლიერი ამერიკის, დასავლეთისა და უკრაინის ერთობლივი გამარჯვების ფლაგმანია.  

 

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი სწორედ აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას და არ ირწმუნებს იმ ტყუილს, რომლის ტირაჟირებასაც ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული არხები ტირაჟირებენ.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებებს მოვიტანთ და აღვადგენთ ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები