spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – სხვაგვარად, ჩვენ იძულებული ვიქნებოდით, ცალმხრივად მიგვეღო გადაწყვეტილება

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნიკა მაჭუტაძის, ნატო და როსტომ ჩხეიძეების მიერ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, რომ მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცებას.

 

“არც ერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს ხმა მისცა იუსტიციის საბჭოში კლანის განმტკიცებას, არ არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები. 

 

კენჭისყრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე საუბარი მრავალი საათის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცებას, სხვაგვარად, ჩვენ იძულებული ვიქნებოდით, ცალმხრივად მიგვეღო გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი და არ დავუშვებთ, რომ კლანის გაძლიერება გაგრძელდეს, მათ შორის ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

5 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს პარლამენტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობის მმართველი გუნდის მიერ შერჩეულ კანდიდატებს დაუჭირა მხარი.

 

კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები და დილარ ხაბულიანი.

 

ნიკა მაჭუტაძის თქმით, ისინი არ იყვნენ ინფორმირებული ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები