სულ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება წერილი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეებს მიმართავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად მხნედ არის და აპირებს ბრძოლას გამარჯვებამდე
“ძალიან ღელავს და სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობენ. სულ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება წერილი, რომლითაც ის მიმართავს მოშიმშილეებს და პარტიას და წარმოადგენს საკუთარ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის არის ძალიან მხნედ, ის ამბობს, ამ ბრძოლას აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე, გამარჯვებამდე და მხოლოდ გამარჯვებული გამოვა ამ დაწესებულებიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.