თავად პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრება იყო და არის, რომ ჩვენ მონაწილეობა მიგვეღო ყველა ფორმატში, რომელიც მიზნად ერთიანობას ისახავდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი რომ შეეწყალებინა ზურაბიშვილს, მოსამართლე სასჯელების შეკრებას ვერ მოახერხებდა.
“როდესაც საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველო დასვა საერთაშორისო რუკაზე და ამოიყვანა ჭაობიდან 12 წელს და 6 თვეს უსჯიან, აღნიშნულ საქმეზე პასუხისმგებლობის განაწილების მომენტი არსებობს და იმიტომ, რომ სასჯელის შეკრებითობის გამოყენების შესაძლებლობა არ ექნებოდა მოსამართლედ წოდებულ ჯინჯოლიას, რომ ყოფილიყო შეწყალების მომენტი.
რაც შეეხება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მაკოორდინირებელ როლს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იარსებებს ჩვენში ეს მნიშვნელოვანი დისონანსი, თავად პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრება იყო და არის, რომ ჩვენ მონაწილეობა მიგვეღო ყველა ფორმატში, რომელიც მიზნად ერთიანობას ისახავდა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.