spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული ტრაექტორიისთვის

აუცილებელია მძლავრი ნაბიჯების გადადგმა, რათა ვიდგეთ ქართველ ხალხთან ერთად, რომლებიც უკვე ათწლეულებია იბრძვიან თავიანთი ევროპული მომავლისათვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო იარაღების პოლიტიკის შენარჩუნება საქართველოს მიმართ.

“აუცილებელია მძლავრი ნაბიჯების გადადგმა, რათა ვიდგეთ ქართველ ხალხთან ერთად, რომლებიც უკვე ათწლეულებია იბრძვიან თავიანთი ევროპული მომავლისათვის. სწორედ მათმა სურვილმა და მედეგობამ, რომ იბრძოლონ ევროპული მომავლისათვის, ჩვენ მოგვცა კანდიდატის სტატუსი და ვერ დავტოვებთ საქართველოს ამ გადამწყვეტ მომენტში. თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული ტრაექტორიისთვის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მას შემდეგ, რაც მოიპარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ეს არ არის არჩევნები, რომელიც მოჰპარეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, არამედ  თითოეულ ქართველ მოქალაქეს და სწორედ ამიტომ უწოდა მას საქართველოს პრეზიდენტმა რუსული სპეცოპერაცია, ჰიბრიდული ომის წარმოების გზა ქართველი ხახის ნების წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო იარაღების პოლიტიკის შენარჩუნება ამ არჩევნების მიმართ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავასთან ერთად სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია მართავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები