spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – თურმე სატელეფონო ჩანაწერები აქვთ, რომლის გამოქვეყნებითაც ახლა არა ოპოზიციას, არამედ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ემუქრებიან

სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილება სწორედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის მიღებული, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

“ეს არის სწორედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, რასაც ხაზი გაუსვა ელჩმა დეგნანმა საკუთარ განცხადებით. “ქართული ოცნების“ პირობებში, სასამართლო ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს ციხეში ამწყვდევს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს წამების ქვეშ ამყოფებს. აშშ-ის საგარეო უწყებას პრაქტიკა მრავალი ათწლეულის განმავლობაში აქვს, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით მხარი დაუჭიროს ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას და კანონის უზენაესობას. ამ მიმართულებით”ქართული ოცნების“ განცხადებები ღიმილის მომგვრელია.

 

მტკიცებულება უნდა იყოს და არის კიდეც, რასაც ამბობს ელჩი დეგნანი. დარწმუნებული ვარ, თუ ხელისუფლება მოითხოვს, მტკიცებულებების გაზიარების შესაძლებლობა იქნება, თუმცა ამას სჭირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან თანამშრომლობა, რომ თანამშრომლობის რეჟიმში სურთ მუშაობა და არა შანტაშის რეჟიმში. ამას ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, როდესაც საუბრობენ, თურმე სატელეფონო ჩანაწერები აქვთ, რომლის გამოქვეყნებითაც ახლა არა ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და ჟურნალისტებს ემუქრებიან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს.

 

როდესაც ქვეყანას ევროატლანტიკური მისწრაფებები აქვს, ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან სანქციების გამოყენება, ბუნებრივია, მიუთითებს შემაშფოთებელ და სერიოზულ პრობლემაზე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ რიგგარეშე სხდომის მოწვევა. იმედი გვაქვს, პრეზიდენტი გაიზიარებს საკითხის მნიშვნელობას და მოიწვევს რიგგარეშე სხდომას. „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, კვორუმი არ შედგეს და სხდომა ჩავარდეს, მაგრამ ეს დაადასტურებს, რომ ამერიკელ პარტნიორებთან, თანამშრომლობის ნაცვლად, დაპირისპირება და რეპრესიები სურთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები