მე მჯერა, რომ ერთიანობით 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, სადაც ივანიშვილმა ქართველი ხალხი რეფერენდუმის წინაშე დააყენა, რეფერენდუმის ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეს, იზოლაციას შორის, საქართველოს თითოეული მოქალაქე აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად ხალხის ხარჯზე მდიდრდება.
“ჩვენ გვეამაყება ქართველობა, ჩვენი სიმართლე და სწორედ ამ სიმართლით, ერთიანობით ჩვენი ქვეყნისთვის ცვლილებებს აუცილებლად მოვიტანთ. მე მჯერა, რომ ერთიანობით 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, სადაც ივანიშვილმა ქართველი ხალხი რეფერენდუმის წინაშე დააყენა, რეფერენდუმის ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეს, იზოლაციას შორის, გურია, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი, ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, თბილისი, ყველა მხარე, საქართველოს თითოეული მოქალაქე აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სწორედ ევროპაშია მაღალი პენსიები, მაღალი ხელფასები, ღირსეული სიბერეც და ლაღი ბავშვობაც ჩვენი ბავშვებისთვის. ევროპაშია, მათ შორის სწორედ უსაფრთხოება, რომელზეც ისინი ასე ყალბად საუბრობენ, მათი ტყუილებით ისინი ამ არჩევნების შედეგს ვეღარ შეცვლიან.
ამ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია. დღეს, არ მინდა ბევრი ვისაუბრო ივანიშვილზე, რადგან ივანიშვილი დღეს უკვე საქართველოს პოლიტიკური წარსულია. საქართველოს მომავალი ხართ თქვენ, ერთიანობა, კოალიციური მთავრობა, დემოკრატია, სადაც არ კრძალავენ ოპოზიციას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.