spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას კობა ნაყოფია წარმოუდგინა

“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი: პირველი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოება და კოალიციური პარტნიორის დამატება ჩვენს ერთიანობაში; მეორე საკითხი კი ეხება ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი და ის ადამიანია, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიაში.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური საბჭოს განხილვა და დამტკიცება. ჩვენ ორივე საკითხი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავამტკიცეთ, ხოლო უახლოეს დღეებში ყრილობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე საკითხზე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები