სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან პუტინის რუსეთს, რომელსაც მათ შორის, მცირეწლოვანი პატიმრები – 15-16 წლის ბავშვები ჰყავს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეპრესიებს არავინ უშინდება.
“არავინ უშინდება ივანიშვილის რეპრესიებს. რეიდები პოლიტიკური პარტიების ოფისებში, სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში ემსახურებოდა სწორედ შიშის დანერგვას, ისევე, როგორც ეს დაჭერები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ.
სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან პუტინის რუსეთს, რომელსაც მათ შორის, მცირეწლოვანი პატიმრები – 15-16 წლის ბავშვები ჰყავს. მეტროებში დასდევდნენ ახალგაზრდებს ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრები მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მაგრამ მე როდესაც ვუყურებ ამ ახალგაზრდებს, მათ შეუპოვრობას, ბრძოლისუნარიანობას, სიმტკიცეს, ეს კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ საქართველო იქნება სწორედ ისეთი თავისუფალი, როგორებიც არიან ეს ახალგაზრდები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.