spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ვადამდელი არჩევნები მაინც გარდაუვალია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების მიუხედავად, ქვეყანაში ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები გარდაუვალია.

 

“ოცნებამ” ანულირება მოახდინა იმ დოკუმენტის, რომელიც ავალდებულებდა მას, რომ 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაეტარებინა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ რა დოკუმენტიდანაც არ უნდა გავიდეს “ქართული ოცნება”, ეს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მათ მიმართ მაინც არსებობს და იარსებებს ნებისმიერ შემთხვევაში. შესაბამისად, ვადამდელი არჩევნები მაინც არის გარდაუვალი.

 

ფაქტი ჯიუტია, რომ 43% “ქართული ოცნებისთვის” დიდ საფრთხეს წარმოადგენდა და ამით ჰგონიათ, რომ მათ აიცილეს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა. მაგრამ, ამ დოკუმენტიდან გასვლის შემთხვევაშიც, ხელმეორედ ხელმოწერის შემთხვევაშიც და ნებისმიერი სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, “ქართული ოცნების” მიმართ უკვე არსებობს მოლოდინი, რომ 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, აუცილებლად ჩატარდება და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქე გამოვიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები