spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს “ქართული ოცნების” კანდიდატებს დაუჭირა მხარი, მათთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

 

“მე პირადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს იმიტომ, რომ ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს საკუთარი თანხმობა და ხმა მისცეს კლანის წევრებს, არის ფუნდამენტური საკითხი, ეს აძლიერებს კლანის გავლენებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შესაბამისად, სასამართლო სისტემაში”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები