spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ვიდრე დასავლეთი მიმართავს მკვეთრ ინსტრუმენტს, როგორიცაა სანქციების ინსტრუმენტი, ისინი ცდილობენ, ყველა სხვა მეთოდი გამოიყენონ

ვიდრე დასავლეთი მიმართავს მკვეთრ ინსტრუმენტს, როგორიცაა სანქციების ინსტრუმენტი, ისინი ცდილობენ, ყველა სხვა მეთოდი გამოიყენონ, რათა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არ ხდებოდეს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერმის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

 

“გაისმა გამაფრთხილებელი გზავნილები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება რუსეთზე დაკისრებული სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით. გვახსოვს ასეთივე გამაფრთხილებელი ვიზიტები, გზავნილები მართლმსაჯულების სისტემასთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც ყველა სხვა დიპლომატიური გზა ამოიწურა და საქართველოს ხელისუფლებამ კორუმპირებული მოსამართლეების გზით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება გააგრძელა, მოხდა ამ მოსამართლეების დასანქცირება. 

 

ამ შემთხვევაშიც, ვიდრე დასავლეთი მიმართავს ასეთ მკვეთრ ინსტრუმენტს, როგორიცაა სანქციების ინსტრუმენტი, ისინი ცდილობენ, ყველა სხვა მეთოდი გამოიყენონ, რათა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არ ხდებოდეს რუსეთზე დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად.

 

ამერიკის შეერთებული შტატებმა, ისევე როგორც ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ღიად რომ დაადასტურონ, მათ შორის მტკიცებულებების გამოყენებით, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ, რომ რუსეთზე დაკისრებული სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ხდება, მაშინ საქართველოც უნდა გახდეს მათი სანქციების სამიზნე. ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ ისინი ცდილობენ, ყველა სხვა დიპლომატიური გზა ამოწურონ, ვიდრე სანქციების გამოყენებამდე მივა საქმე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები