spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ვისაუბრეთ სანქციებზე და იმაზე, რომ აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლებაზე სანქციების პოლიტიკის გაგრძელება

კონგრესმენ ჯო ვილსონთან ვრცლად საუბრის შესაძლებლობა მქონდა და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სანქციებზე და იმაზე, რომ აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლებაზე სანქციების პოლიტიკის გაგრძელება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

“ორპარტიული მხარდაჭერა აქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც აშშ ახორციელებს საქართველოს მიმართ და მათ შორის იმ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ და ამაში იგულისხმება, ბუნებრივია, მათ შორის, სანქციები.

 

არაერთხელ მისაუბრია, რომ ჯო ვილსონი, რომელთანაც ვრცელი საუბარი მქონდა მათ შორის აქ, რომელთანაც ძალიან მჭიდრო ვიმუშავე ბუქარესტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ის არის ადამიანი, რომელმაც მოახდინა “მეგობარი აქტის“ ინიციირება, რომელსაც მხარდაჭერა ჰქონდა საგარეო ურთიერთობა კომიტეტში, უკვე მიღებულია კომიტეტის დონეზე და უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, უკვე ვნახავთ ან ამ კანონის გაერთიანებას სენატის აქტთან და იმ სახით უკვე კანონად ქცევას ან სხვა ფორმით, მაგრამ ის, რომ დაჩქარებულად უნდა მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და აღმასრულებელ ხელისუფლებას ანუ სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციების დაწესების შესაძლებლობა არა მხოლოდ სავიზო შეზღუდვების თვალსაზრისით არამედ ფინანსური სანქციების თვალსაზრისით, ამაზეც არის სრული კონსენსუსი”,  – განაცხადა ბოკუჩავა “ტვ პირველის” ეთერში.

 

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ომი უკრაინაში გაცილებით მალე დასრულდება და მხარი დაუჭირა ტრამპს, ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის განცხადება არადიპლომატიურია და აჩვენებს, რომ პოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობის ყველა ნორმის დარღვევაა.

 

“იმის გამოხატვა, რომ ივანიშვილი რაღაც იმედებს ამყარებს დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე, არა მხოლოდ დიდი უგუნურებაა იმ თვალსაზრისით, რომ სრულიად საპირისპიროა ის რეალობა, რომელსაც აქ მე ვხედავ, მაგრამ ასევე არის ყველა დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა, ზოგადად, პოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობის ყველა ნორმის დარღვევა, როდესაც ერთი კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის მხარეს იკავებს ხელისუფლება, ამაშიც აისახება ის, რომ ივანიშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, როგორ ფუნქციონირებს ამერიკული პოლიტიკა, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები.

 

მიუხედავად იმისა, თეთრ სახლში იქნება 5 ნოემბრის შემდეგ ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა იქნება შეუძლებელი, თუ არა ხელისუფლების ცვლილება არა ამერიკაში, არამედ საქართველოში”, – განაცხადა ბოკუჩავამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები