დღეს, როგორც არასდროს მჯერა გამარჯვების და იმის, რომ ზუსტად 100 დღეში ჩვენ ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად 100 დღე, 100 დღე გამარჯვებამდე. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ცდილობს ქართული საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და ერთიანობით გადავარჩენთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
დღეს, როგორც არასდროს მჯერა გამარჯვების და იმის, რომ ზუსტად 100 დღეში ჩვენ ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.