გუშინ ახალი ამბავი დაიწყო და ამ მოსამართლემ ახალ ამბავს ჩაუყარა საფუძველი, რადგან აქამდე ამბობდა პოლიტიკური პარტია, ამბობდა დამკვირვებელი, აშუქებდა მედია, გუშინდლიდან, ის ყველაფერი, რაც ვილაპარაკეთ დაასაბუთა, დაადასტურა და გადაწყვეტილებად აქცია ბატონმა მოსამართლემ, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლე ხუჭუამ ყველაფერი თქვა, რაც ამ არჩევნებზე ხდებოდა და რამაც დააყენა ხელისუფლების ლეგიტიმაცია უზარმაზარი საფრთხის წინაშე.
“ორი მთავარი ამბავია დღეს, ერთი ის, რომ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც რისკი გასწია, გადაწყვეტილება გამოიტანა და თქვა ის ყველაფერი, რაც ყველამ უნდა მოისმინოს. მოსამართლე ხუჭუამ ყველაფერი თქვა, რაც ამ არჩევნებზე ხდებოდა და რამაც დააყენა ხელისუფლების ლეგიტიმაცია უზარმაზარი საფრთხის წინაშე და მეორე – ჩვენ ხომ ვიცით, რომ მურუსიძის სასამართლოს (პირობითად, რომ დავარქვათ) შესწირა ყველაფერი ივანიშვილმა, შესწირა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, შესწირა მთავარი რეფორმები, დემოკრატია და გადაიყვანა ქვეყანა ავტორიტარულ სისტემაზე და ზუსტად იქ უღალატა სისტემამ, იქ ჩამოეშალა და იქ გაასხა ამ სისტემამ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ დიქტატურა არ მუშაობს საქართველოში და როგორც არ უნდა მოინდომო, არ იმუშავებს, რადგან ასეთია ამ საზოგადოების გენეტიკური კოდი, რომ სადღაც ეს ჯაჭვი აუცილებლად ჩაწყდება. გუშინდლის მერე რა შეიცვალა? იმის მიუხედავად, რას იზამს ახლა სააპელაციო სასამართლო, მთავარი ცვლილება ისაა, რომ გუშინ ახალი ათვლის წერტილი გაჩნდა, ყველაფერი რაც მანამდე ვისაუბრეთ, შესანიშნავი საქმე გააკეთეთ ჟურნალისტებმა ეს პირველი სერია დაიხურა, გუშინ ახალი ამბავი დაიწყო და ამ მოსამართლემ ახალ ამბავს ჩაუყარა საფუძველი, რადგან აქამდე ამბობდა პოლიტიკური პარტია, ამბობდა დამკვირვებელი, აშუქებდა მედია, გუშინდლიდან, ის ყველაფერი, რაც ვილაპარაკეთ დაასაბუთა, დაადასტურა და გადაწყვეტილებად აქცია ბატონმა მოსამართლემ. ეს თემა დაიხურა, საქართველოში არჩევნები მოპარულია და ეს ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.