აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა არსებობს და როგორც ჩანს, არკვევენ სანქციებში მოყოლილია თუ არა. ეს არის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ ეს საკითხი დაიძრას.
“აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა არსებობს და როგორც ჩანს, არკვევენ სანქციებში მოყოლილია თუ არა. ეს არის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. მათი მხრიდან არის მცდელობა, რომ ეს საკითხი დაიძრას, მოსინჯვის მცდელობაში არიან და ნიადაგს სინჯავენ, რა რეაქცია იქნება და რა შედეგი მოჰყვება.
საქართველომ უმძიმესი გამოცდილება შეიძინა საქართველომ აშშ-იდან ელჩის გაჭედვაზე და პრობლემაზე. ახლა არის უკიდურესად მძიმე ფაზა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში იმიტომ, რომ არავითარი ურთიერთობა ოფიციალური არ არსებობს. არ არსებობს უკანა კარი, დახურულ კარს მიღმა საუბარი. საერთოდ, არანაირი ურთიერთობა არ არსებობს, ასეთი რამ არ ყოფილა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში იმის მიუხედავად, როგორი მაღალი ხარისხის კრიტიკაც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.