spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ჩემი ფასი ამ ქალაქში

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ჩემი ფასი ამ ქალაქში, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი პანიკაშია.

“ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ჩემი ფასი ამ ქალაქში. ეტყობა ვიღაცამ უთხრა და იქ იყო ტექსტი, რომ მაგას მიხედეთ ერთი, მასზე რამე ილაპარაკეთ. ჩვენ ბოლოს გავიარეთ საარჩევნო რეგისტრაცია. როგორც ჩანს, არ ელოდებოდნენ. ახლა როდესაც ვნახეთ, რომ რეგისტრირებული ვართ და ბატონს მოახსენეს, ის აუცილებლად პანიკაში ჩავარდებოდა. მან იცის, მე როგორ ვმუშაობ. ჩემი ფასი კარგად იცის. ამიტომ, დავალება მიიღეს, რომ ახლა სასწრაფოდ ცეცხლი უნდა გახსნან. კიდევ ერთხელ ვამბობ, მინიმუმ, საკუთარი ამომრჩევლის თვალში ეს მდგომარეობა რომ შეიქმნას. მაგრამ, ამას არასდროს, არცერთი არჩევნების დროს არ უმუშავია. ეს ჩემგან უფასო რჩევა მიიღონ, რომ ამომრჩეველი საკუთარი თვალით ხედავს, საარჩევნო უბანზე რა ხდება, არჩევნების წინ რა ხდება და ის თავად აკეთებს დასკვნებს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გივი მიქანაძის განცხადებით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ქვეყანაში 49 სადამკვირვებლო მისიაა დარეგისტრირებული, საიდანაც 26 ოპოზიციურ პარტიებთან არის კავშირში.

მიქანაძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიწოდებულ ინფორმაციები არ გაითვალისწინონ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები