ჩინეთთან ფლირტი კატასტროფის მომასწავებელია. საქართველოს მხრიდან სწორმა პოზიციონირებამ შეიძლება ჩვენ დაგვტოვოს უსაფრთხოების რუკაზე, ან საერთოდ გაგვაქროს უსაფრთხოების რუკიდან, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ სტრატეგიული პოზიციონირება არის დამღუპველი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.
“ეს საკანონმდებლო აქტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. წესით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მართლა რომ ხელისუფლება იყვნენ და მართლა ქვეყნის დარდი ჰქონდეთ, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე პრესკონფერენცია უნდა ჰქონდეთ უკვე.
ეს დუმილი, რომელსაც ვხედავთ და ბატონი დავითაშვილის რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული დაპირება ჩინელებისთვის, რომ კონტრაქტის გაფორმება სწრაფად მოხდება, რა თქმა უნდა, არის გაგრძელება იმ ანტიდასავლური ხაზის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვუყურებთ.
ძალიან სარისკო მომენტია, როდესაც საქართველოს მხრიდან სწორმა პოზიციონირებამ შეიძლება ჩვენ დაგვტოვოს უსაფრთხოების რუკაზე, ან საერთოდ გაგვაქროს უსაფრთხოების რუკიდან.
ჩინეთთან ფლირტი არის კატასტროფის მომასწავებელი.
დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ სტრატეგიული პოზიციონირება არის დამღუპველი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტი დასაცავი აქვს, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა – რუსეთი გასაყვანი ჰყავს თავისი ქვეყნიდან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.