spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თინა ხიდაშელი – ძალიან კარგადაც იციან, რა ფასი აქვს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ოღონდ ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა აწყობთ

ძალიან კარგადაც იციან, რა ფასი აქვს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთან რაიმენაირად შეიძლება, დაკავშირებული იყოს, ოღონდ ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა აწყობთ, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, სულ მალე “ოცნების” წევრებს ევროპის ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდებათ.

“ყველაფერზე, სადაც “ოცნების” კრიტიკაა, “ოცნების” წევრები ამბობენ, რომ ამას ჩალის ფასი აქვს და არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მეორე დილით გამოდიან და სადმე ვინმე თუ ისეთს იტყვის, რომ შეუძლიათ, ეს საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენონ, ამოეფარებიან ხოლმე ამას და როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და ბიბლიას, ისე გველაპარაკებიან.

სინამდვილეში, ძალიანაც აღელვებთ, ძალიან კარგადაც იციან, რა ფასი აქვს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთან რაიმენაირად შეიძლება, დაკავშირებული იყოს, ოღონდ ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა აწყობთ.

ისინი საერთოდ ვეღარ შევლენ იმ ქვეყნებში, სადაც აქამდე უვიზო მიმოსვლა გვქონდა და იმ ბედნიერებების ნაწილი ვეღარ გახდებიან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები