spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – ეს იქნება კატასტროფა ქართული ჯარისთვის, დავრჩებით რუსეთის, ჩინეთის ამარა

ეს იქნება კატასტროფა ქართული ჯარისთვის. დავრჩებით რუსეთის, ჩინეთის ამარა და ატაროს მერე ირაკლი კობახიძემ წვრთნები და მიესალმოს ქართულ ჯარს ჩინეთის განმათავისუფლებელ არმიასთან ერთად, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამერიკის მხრიდან შეზღუდვები განათლების სფეროსა და სხვა მიმართულებებსაც შეეხება.

 

“ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ იგივე განათლების სფეროში და ნებისმიერი სხვა მიმართულებით, სადაც განსაკუთრებით მზარდი და დიდია ჩვენი პარტნიორობის მასშტაბი, ეს გადასინჯვა და გადახედვა ურთიერთობების აუცილებლად აისახება. მეორე, უშუალოდ თავდაცვას, რაც შეეხება, ღირსეული პარტნიორი ეს არ არის განყენებული პროგრამა, ეს არის ქართულ-ამერიკული სამხედრო ურთიერთობების ერთი შემადგენელი კომპონენტი, მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი, მსუყე მათ შორის ფინანსურადაც. ამ კომპონენტის მოშლა ან შეჩერება დროებით, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ანალოგიური წესი გავრცელდება სამხედრო თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე და ეს იქნება კატასტროფა ქართული ჯარისთვის. ამას აუცილებლად ექნება თოვლის გუნდის ეფექტი, როგორც ამერიკელები ამბობენ, სხვა ევროპის ნატოს ქვეყნებთან მიმართებაშიც, მაშინ დავრჩებით რუსეთის, ჩინეთის ამარა და ატაროს მერე ირაკლი კობახიძემ წვრთნები და მიესალმოს ქართულ ჯარს ჩინეთის განმათავისუფლებელ არმიასთან ერთად”, – განაცხადა თინა  ხიდაშელმა.

 

აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ-მა საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები