spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – ეს რაღაც სულელური საუბრები, რომ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ამ სამიტზე, მჯერა, რომ გულწრფელია

სამიტზე, სადაც სახელმწიფოთა მეთაურები იკრიბებიან, საგარეო საქმეთა მინისტრის ან თავდაცვის მინისტრის დონე არ არის საკმარისი. ქვეყანა წარმოდგენილად ითვლება, თუ დელეგაციის ხელმძღვანელი არის სახელმწიფოს მეთაური, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

 

“სამიტზე, სადაც სახელმწიფოთა მეთაურები იკრიბებიან საგარეო საქმეთა მინისტრის ან თავდაცვის მინისტრის დონე არ არის საკმარისი, ამიტომ, ქვეყანა წარმოდგენილად ითვლება, თუ დელეგაციის ხელმძღვანელი არის სახელმწიფოს მეთაური. ჩვენს შემთხვევაში, ეს ფუნქცია ორ ადამიანს შეუძლია, რომ გასწიოს. ამიტომ, მას – პრემიერს თუ რაიმე მიზეზის გამო, არ შეუძლია, რომ იყოს მონაწილე სამიტის, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი იქნება თანახმა, რომ წარმოადგინოს ქვეყანა სამიტზე. 

 

ეს რაღაც სულელური საუბრები, რომ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ამ სამიტზე, მჯერა, რომ გულწრფელია, რადგან პრემიერისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ნატოს სამიტზე ვიქნებით თუ არ ვიქნებით და ერთგვარად მოსალოდნელი განაცხადია მისი მხრიდან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

ნატოს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება.

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები