spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუცია იმ სულისკვეთების გაგრძელებაა, რომელიც მთლიან ცივილიზებულ სამყაროში არსებობს

სრულიად ლოგიკურია ის შედეგები, რაც დღეს დადგა. ძალიან სამწუხაროა ეს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ, ობიექტურად მიღებული გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს პირველად, დამოუკიდებლობის ისტორიაში ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არ მიუღია საერთაშორისო აღიარება, ასეთი რამ არ მომხდარა საქართველოში, ამიტომ არაფერი გასაოცარი ამ რეზოლუციაში არ არის, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუცია იმ სულისკვეთების გაგრძელებაა, რომელიც მთლიან ცივილიზებულ სამყაროში არსებობს.

“სრულიად ლოგიკურია ის შედეგები, რაც დღეს დადგა. ძალიან სამწუხაროა ეს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ, ობიექტურად მიღებული გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს პირველად, დამოუკიდებლობის ისტორიაში ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არ მიუღია საერთაშორისო აღიარება, ასეთი რამ არ მომხდარა საქართველოში, ამიტომ არაფერი გასაოცარი ამ რეზოლუციაში არ არის. ამ ხელისუფლების აზრით ევროპარლამენტი არ არის მნიშვნელოვანი, ევროპარლამენტის რეზოლუციები არ არის მნიშვნელოვანი, ფარატინა ქაღალდებია და ა.შ. ევროპარლამენტის რეზოლუციას თუ არ აქვს სავალდებულო ძალა, მაშინ გვაჩვენოს საქართველოს ხელისუფლებამ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა, რომელიმე დემოკრატიული სახელმწიფოსგან მიღებული მილოცვის წერილი და აღიარება. ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუცია იმ სულისკვეთების გაგრძელებაა, რომელიც მთლიან ცივილიზებულ სამყაროში არსებობს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები