spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – ლავროვიც ჩადიოდა და ბოლო დღემდე მონაწილეობდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებში

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობა მიღებული აქვთ ყველაზე უფრო მძიმე სანქციების დროსაც კი მსოფლიოს დიდ დიქტატორებს, ლავროვიც ჩადიოდა და  ბოლო დღემდე მონაწილეობდა, –  ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაერო ბოლომდე ცდილობს, რომ არ ამოწუროს დიალოგის შანსი და გააჩინოს იმის შესაძლებლობა, რომ ლიდერებთან რაღაც ტიპის რაციონალურ შედეგებამდე მივიდნენ.

“ამერიკაში ირაკლი კობახიძის ყოფნას არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რომ აი, ის ამერიკაში ჩავიდა, იმიტომ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობა მიღებული აქვთ ყველაზე უფრო მძიმე სანქციების დროსაც კი მსოფლიოს დიდ დიქტატორებს, იმიტომ, რომ გაერო არის ასეთი შეკრების ადგილი, საერთაშორისო ორგანიზაცია იმის მიუხედავად, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს ის,  ბოლომდე ცდილობს, რომ არ ამოწუროს დიალოგის შანსი და გააჩინოს იმის შესაძლებლობა, რომ ამ ლიდერებთან რაღაც ტიპის რაციონალურ შედეგებამდე მივიდნენ.

ლავროვიც ჩადიოდა და ბოლო დღემდე მონაწილეობდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულმასშტაბიანი სანქციები ჰქონდათ მათ წინააღმდეგ გამოყენებული”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში იმყოფება, სადაც 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები