spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – მე არ მივდივარ კობახიძისთვის არაფრის დასამტკიცებლად, ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია, რომ პირადად სახეში ვუთხრათ ყველაფერი

მე არ მივდივარ კობახიძისთვის არაფრის დასამტკიცებლად, ამის ამოცანა არ მაქვს, ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია, რომ პირადად სახეში ვუთხრათ ყველაფერი, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლები სიმართლეს დღეს დაინახავენ.

“მე არ მივდივარ კობახიძისთვის არაფრის დასამტკიცებლად, ამის ამოცანა არ მაქვს, ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია, რომ ერთი მხრივ, მას პირადად სახეში ვუთხრათ ის ყველაფერი, რაც ითქმის დღეს განსხვავებულად მოაზროვნე, განსხვავებულ აზრზე და განწყობებზე მყოფი ადამიანების მიერ და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, რომ მოისმინოს ფაქტები ტყუილების შესახებ, რომელსაც ეს ადამიანები ეუბნებიან ამ მაყურებელს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს პირველ არხზე 22:00 საათზე საჯარო დისკუსია შედგება კობახიძე-პაპუაშვილსა და ხიდაშელ-ჯანელიძეს შორის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები