ასეთი ვითარება არასოდეს ყოფილა, რომ მოლაპარაკების მაგიდა უბრალოდ გამქრალიყო სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. მოლოდინი მაქვს, რომ ეს ვითარება კიდევ დამძიმდება, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დამატებითი სასანქციო პაკეტის ამოქმედება გარდაუვალია.
“ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე, სანქციების სხვადასხვა პაკეტს ვნახავთ ჩვენ, ეს გარდაუვალია, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მთავარს, რის გამოც მოხდა სასანქციო რეჟიმის შემოღება, ანუ, ტყუილების გავრცელება. ის მუდმივად იტყუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ამ ქვეყანაში საქმიანობაში, წვლილზე.
ასეთი მძიმე და არარსებული ურთიერთობები არ ყოფილა არასდროს. ჩვენ ამ წუთის მდგომარეობით, აღარ გვაქვს მაგიდა, რომლის გარშემოც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იჯდება საქართველოს ხელისუფლება ან ევროკავშირთან იჯდება ხელისუფლება. ასეთი ვითარება არასოდეს ყოფილა, რომ მოლაპარაკების მაგიდა უბრალოდ გამქრალიყო სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. მოლოდინი მაქვს, რომ ეს ვითარება კიდევ დამძიმდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.