spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – მთელი საქართველო უყურებს, როგორ იბრძვიან დამკვირვებლები მათი ხმებისთვის და ეს აჩენს რწმენას, რომ ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ცვლილებებით

აუცილებელია, როგორი ფორმალურიც არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს ეს პროცესი, გნებავთ საოლქო კომისიებში გასაჩივრების შემდეგ სასამართლოები,  ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი, –  ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის მტკიცებულებები, რომლებიც არსებობს და შეგროვდა, დამკვირვებლების მიერ, უნდა იყოს ფორმალიზებული, აღრიცხული და ოფიციალურ ინსტანციებში გავლილი.

“აუცილებელია, როგორი ფორმალურიც არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს ეს პროცესი, გნებავთ საოლქო კომისიებში გასაჩივრების შემდეგ სასამართლოები, ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი. რაიმე პერსპექტივა რომ ჰქონდეს ჩვენს დავას, ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლებრივად ძლიერი. ამიტომ ყველა ის მტკიცებულებები, რომლებიც არსებობს და შეგროვდა, დამკვირვებლების მიერ, უნდა იყოს ფორმალიზებული, აღრიცხული და ოფიციალურ ინსტანციებში გავლილი.  ორი რამ არის მთავარი – ერთი, რომ მტკიცებულებების გამომზეურება ხდება და ყველას შეუძლია ნახოს და გაიგოს კიდევ უფრო მეტად და მეორე – მთელი საქართველო უყურებს, როგორ იბრძვიან დამკვირვებლები მათი ხმებისთვის და ეს აჩენს რწმენას, რომ ბრძოლა იქნება, აბსოლუტურად, უკომპრომისო და აუცილებლად დასრულდება ცვლილებებით ჩვენს ქვეყანაში. თუ ვერ უზრუნველყოფ, რომ შენი არჩევანი ბიულეტენზე არ ჩანდეს, ეს არის ფარულობის დარღვევა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არის საკმარისი პირობა, რომ არჩევნები ბათილად გამოცხადდეს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები