spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თინა ხიდაშელი – მუდმივად მომხრე ვიყავი ამ იდეის, რომ საქართველოს აშშ-სთან დაედო ორმხრივი ხელშეკრულება იმ ტიპის, რაზეც დღეს არის საუბარი უკრაინასთან მიმართებაში

მუდმივად მომხრე ვიყავი ამ იდეის, რომ საქართველოს აშშ-სთან  დაედო ორმხრივი ხელშეკრულება იმ ტიპის და იმდაგვარი, რაზეც დღეს არის საუბარი უკრაინასთან მიმართებაში, – ამის  შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა  თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრობის დროს ამ იდეის გამო დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. 

 

“როდესაც მინისტრი ვიყავი, ჯვარს მაცვეს ამის გამო, – ვინაიდან ნატოში გაწევრიანების გზა ახლო პერსპექტივაში არ ჩანდა,  მუდმივად მომხრე ვიყავი ამ იდეის, რომ საქართველოს აშშ-სთან  დაედო ორმხრივი ხელშეკრულება,  ისეთის ტიპის, როგორიც აქვს სამხრეთ კორეას, იაპონიას, იმ  ქვეყნებს, რომელიც ამერიკული მხარდაჭერის დახმარების და  უზრუნველყოფის ქვეშ არიან.

 

იქ ამერიკული სამხედრო ბაზებია განლაგებული, ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე აქვს აშშ-ს აღებული ეს პასუხისმგებლობა, იმ ტიპის და იმდაგვარი, რაზეც დღეს არის საუბარი უკრაინასთან მიმართებაში. 

 

მე რომ დღეს ხელისუფლებაში ვიყო, რა თქმა უნდა, განვაახლებდი ამ საუბრებს პენტაგონთან, მექნებოდა მოლოდინი, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინასთან მიმართებით, საქართველო არ დარჩებოდა აბსოლუტურად რეალური გარანტიების და ზომების მიღმა. 
იმედი მინდა დავიტოვო, რომ ეს საუბრები მიმდინარეობს, ეს ზეწოლა მიმდინარეობს თბილისიდან და რეალურად ამ შედეგებს ვნახავთ, თუმცა რატომ გვიმალავენ, თუ ასეთი რამე ხდება, ეს ცოტა ძნელად ასახსნელია“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები