spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება

პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად, რა და როგორ მიმაჩნია სწორედ, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი წერს.

მისივე თქმით, ამასობაში დღეს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს.

“პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად, რა და როგორ მიმაჩნია სწორედ, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.
– ძალიან ბევრი რამეა იმ არარაობისთვის სათქმელი თავს რომ პრემიერს ეძახის, იმ აუდიტორიის წინაშე სადაც თავს უკეთ და კომფორტულად გრძნობს. მე მჯერა რომ ყველა მათი ტრიბუნა უნდა დავიკავოთ და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში ჩავაყენოთ.
– იმ დიდი სათქმელიდან, რომელიც უნდა უთხრა და სახე აახიო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას.
საკუთარი ხალხის, ქვეყნის პატივისმცემელი ადამიანი იმწამსვე, როდესაც მას უთხრეს საქართველოში გაჩნდნენ ბიჭები და გოგონები, რომლებიც სულის შემძვრელ ისტორიებს ჰყვებიან:
– პოლიციელების ძალადობის შესახებ,
– “დუბინკებით” გაუპატიურების მუქარის შესახებ,
– გოგონები ჰყვებიან როგორ გადაყავდათ დაჩოქილები პოლიციის მანქანით და სხვა

იმ წამსვე უნდა მიდიოდეს ამ ადამიანებთან, უნდა ეძებდეს მათ, კარს თუ არ გაუღებენ, ყველაფერი გააკეთოს, რომ დაელაპარაკოს და მათთან ერთად მოძებნოს, პასუხი მოსთხოვოს, დასაჯოს ყველა სადისტი და მოძალადე. მაგრამ როდესაც ამის საწინააღმდეგოდ ამ უსულო მოძალადეებს დილა საღამოს მადლობას უხდი თავადაც ისეთივე უსულო მოძალადე, მათი წამხალისებელი და მხარდამჭერი ხარ და სწორედ ამიტომ უბრალოდ კი არ უნდა წახვიდე, არამედ კანონის ყველაზე უფრო მეტი სისასტიკით უნდა დაისაჯო.
მთავარი სათქმელი ეს არის:
– შეხვდი, დაელაპარაკე ნაცემ, ნაწამებ ადამიანებს…
– აღასრულე სამართალი მათთვის და მათი სახელით…

ამასობაში დღეს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს ” , – წერს თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელს, პაპუნა (მიხეილ) ჯანელიძესა და ირაკლი კობახიძე-შალვა პაპუაშვილს შორის დღეს, 22:00 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე  დაგეგმილი იყო საჯარო დებატები, თუმცა ხიდაშელმა და ჯანელიძემ პოზიცია შეიცვალეს და უარი განაცხადეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები