პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილი მოწვევა არის ერთმნიშვნელოვანი განაცხადი იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განახლდება, როგორც კი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აღარ არის სტრატეგიული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
“ხელისუფლებების წარმომადგენლები ასეთ დროს ინაუგურაციაზე ხვდებიან ორ შემთხვევაში – როდესაც ისინი არიან სტრატეგიული პარტნიორები და არსებობს რომელთანაც შეიძლება განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა არ ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ ჰქონდეთ სტრატეგიულ ინტერესთა თანხვედრა.
საქართველო კი ვერ ხვდება ვერცერთ ნაწილში, ის აღარ არის სტრატეგიული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების.
პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილი მოწვევა არის ერთმნიშვნელოვანი განაცხადი იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განახლდება, როგორც კი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
20 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება.