ჩვენ რეპუტაცია შეგვილახა “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ქვეყანას. “ქართული ოცნება” ძალიან მალე შეიცვლება, მაგრამ ამ რეპუტაციის და ნდობის აღდგენას გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ეს 26 ოქტომბერი, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელის შემდეგ საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჰქონდა ჯამურად შტატებისგან.
“ისრაელის შემდეგ საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჰქონდა ჯამურად შტატებისგან. ეს იყო შედეგი, რა თქმა უნდა, იმ ძალიან მაღალი ნდობისა და რეპუტაციისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა. კი ბატონო, გვიჭირდა, კი ბატონო, ღარიბი სახელმწიფო ვიყავით, კი ბატონო, პრობლემები გვქონდა აგრესიულ მეზობელთან, მაგრამ ეს სახელმწიფო იმსახურებდა იმ მხარდაჭერას და პოლიტიკური კაპიტალის გაწირვას მისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აძლევდა.
დღეს ეს დადგა ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე. ჩვენ რეპუტაცია შეგვილახა “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ქვეყანას. “ქართული ოცნება” ძალიან მალე შეიცვლება, მაგრამ ამ რეპუტაციის და ნდობის აღდგენას გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ეს 26 ოქტომბერი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.