spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – ყველა კვლევა, რომელიც მათ მაგიდაზე უდევთ, კარნახობთ მათ, რომ მარცხდებიან არჩევნებზე

ივანიშვილს უნდოდა, რომ ჰყოლოდა განტევების ვაცები, რომლებსაც რაღაცებს გადააბრალებდა და პერიოდულად გამოცვლიდა, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა კვლევა, რომელიც ხელისუფლებას მაგიდაზე უდევს, კარნახობთ, რომ მარცხდებიან არჩევნებზე.

“რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არ იქნება არანაირ თანამდებობაზე, ის არც პარლამენტის წევრი იქნება, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს გაიქცა ის ხელისუფლებიდან იმ დღესვე, რა დღესაც მიხეილ სააკაშვილმა დაასრულა თავისი საპრეზიდენტო ვადა იმიტომ, რომ შემდეგ უკვე იწყებოდა საქმის რეალურად კეთების შესაძლებლობა, რასაც ყოველთვის მოჰყვებოდა უკმაყოფილება, რაც მას არ უნდოდა და ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდოდა. ივანიშვილს უნდოდა, რომ ჰყოლოდა განტევების ვაცები, რომლებსაც რაღაცებს გადააბრალებდა და პერიოდულად გამოცვლიდა.

ეს არის დადასტურება იმისა, რომ ყველა კვლევა, რომელიც მათ მაგიდაზე უდევთ, კარნახობთ მათ, რომ მარცხდებიან არჩევნებზე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები