spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – ქვეყნის არჩევანი უკვე კონსტიტუციაშია გაწერილი, რეალურად კი, ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი

რეფერენდუმის დანიშვნას სჭირდება ქვეყნის პრემიერის ხელმოწერა და ამასთანავე, ქვეყნის არჩევანი უკვე კონსტიტუციაშია გაწერილი. რეალურად კი, ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, – ამის შესახებ Front News-ს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რეფერენდუმში სავარაუდოდ, არჩევნები იგულისხმა.

 

“რეფერენდუმის დანიშვნას სჭირდება ქვეყნის პრემიერის ხელმოწერა და ამასთანავე, ქვეყნის არჩევანი უკვე კონსტიტუციაშია გაწერილი. ამასობაში კი ჩვენ, ყველა ამ ფრაზას ვიმეორებთ, რომ ოქტომბრის არჩევნები, რეალურად, ეს არის რეფერენდუმი. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ რეფერენდუმში ეს იგულისხმა ქალბატონმა სალომემ. ამას როგორ შევასრულებთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური მოთამაშეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ანუ, კამპანიურად ეს როგორ დაიგეგმება მეორე საკითხია.

 

ხელისუფლებაც ასე უყურებს ამას, მათ გამოსვლებშიც ხშირად მოგვისმენია იგივე. კობახიძის ფანტაზიით შექმნილი ტექსტიც ხომ ამაზეა, რომ ქვეყნის 60% ეთანხმება ამ კანონს. რეალურად, ყველა ხვდება, რომ ამ არჩევნებმა უფრო მეტი ფუნქცია შეიძინა, ვიდრე უბრალოდ არჩევნებმა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები