spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების დასანქცირება ხდება, ეს ნიშნავს საქართველოსთან ურთიერთობების შეწყვეტას

როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების დასანქცირება ხდება, ეს ნიშნავს საქართველოსთან ურთიერთობების შეწყვეტას და აშშ-სთან პოლიტიკური ურთიერთობების შეწყვეტა საქართველოსთვის ნიშნავს უზარმაზარი დახმარების პროექტების პაუზას, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო-ამერიკის პოლიტიკური ურთიერთობები თუ შეწყდება, ეს მოქალაქეების უმუშევრობაზე აისახება.

 

“სანქციების ეფექტი იქნება ძალიან მძიმე ქვეყნისთვის. არავის არ აინტერესებს თმებს ვინ სად იჭრის ან “შოპინგზე” სად დადიან, საინტერესო ის არის, რომ როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების დასანქცირება ხდება, ეს ნიშნავს საქართველოსთან ურთიერთობების შეწყვეტას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პოლიტიკური ურთიერთობების შეწყვეტა საქართველოსთვის ნიშნავს უზარმაზარი დახმარების პროექტების პაუზას. ათი ათასობით ადამიანს შეიძლება დაუდგეს უმუშევრობის პრობლემა თუ კი საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ ექნებათ პოლიტიკური ურთიერთობები”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები