როგორი სირცხვილია, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დროშით გამოდიოდა, ჩვეულებრივ ხულიგნად, ქუჩის ბიჭად მოგვევლინა ამ დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა ვიქტორ სანიკიძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად არიან ძალადობით დაკავებული.
“ხდება დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების წახალისება. პოლიტიკური თანამდებობის პირები, თვითმარქვია დეპუტატები თავად არიან ძალადობით დაკავებული.
სანიკიძის საქციელიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ გაკიცხეს მისმა კოლეგებმა, როდესაც მიატოვა ზარქუა, შეატოვა ადამიანს და მეორე დღეს გადაწყვიტა, რომ საკუთარი ვაჟკაცობა ასე უნდა დაემტკიცებინა. როგორი სირცხვილია. ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დროშით გამოდიოდა, ბევრ ადამიანს უყვარდა ამ ქვეყანაში, ჩვეულებრივ ხულიგნად, ქუჩის ბიჭად მოგვევლინა ამ დღეების განმავლობაში”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
აბუ-დაბიში “ქართული ოცნების” დეპუტატებს ვიქტორ სანიკიძეს და ირაკლი ზარქუას და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.