spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – როგორც ჩანს, სრული ლიცენზიები აქვთ მიღებული, რომ არავინ არ შეედავებათ, არავინ არ უჩივლებთ, თუ ერთ ერთზე გადაიტანენ რუსულ რეკლამებს

როგორც ჩანს, სრული ლიცენზიები აქვთ მიღებული, რომ არავინ არ შეედავებათ, არავინ არ უჩივლებთ, თუ ერთ ერთზე გადაიტანენ რუსულ რეკლამებს, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება გადასულია მთლიანად რუსი აგიტატორების, დეზინფორმატების არა მარტო ნარატივებზე, არამედ ფორმატებზე.

“სამწუხაროდ, უკვე ფანტაზიაც აღარ ჰყოფნით და მთლიანად სხედან რუსი აგიტატორების, დეზინფორმატების არა მარტო ნარატივებზე, არამედ ფორმატებზე. როგორც ჩანს, სრული ლიცენზიები აქვთ მიღებული, რომ არავინ არ შეედავებათ, არავინ არ უჩივლებთ, თუ ერთი ერთზე გადაიტანენ რუსულ რეკლამებს. ყველაზე სამწუხარო ის ნაწილია, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ცდილობენ თავის პოზიციონირებას. აი, ამ მარაზმში, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას” მაშინდელი მხარდამჭერებით, დამფინანსებლებით არიან თავად გარშემორტყმულები, პარლამენტების წევრები ჰყავთ, მურუსიძის პარტიად იქცა პრაქტიკულად ეს პარტია.

აი, ასე გამოუვიდა, რომ ანა დოლიძე, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის, გამოძიების, პროტესტის ერთ-ერთი მოთავე იყო, ჩვენთან ერთად, ამ რეკლამაში ფიგურირებს, როგორც თითქოს მეორე მხარე. მურუსიძე სად ახსოვთ და ანა დოლიძე სად ახსოვთ? დღეს ამ რეკლამას რომ უყურებენ, შეურაცხყოფილები არ არიან, რომ აი ასე ცდილობს მმართველი პარტია მათ გაბითურებას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

“ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო რეკლამები მოამზადა, რომელშიც 2008 წლის ომისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის კადრებია, რაშიც “ნაციონალური მოძრაობის” ბრალეულობას უსვამენ ხაზს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები