სახელმწიფო სუვერენიტეტი რომ აღელვებდეთ, ამ განცხადებებს არ გააკეთებდნენ, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის გერმანიაში დოქტორანტურა დამთავრებულმა პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე სანქციები ნიშნავს მოლაპარაკებების მაგიდის დახურვას ამ თანამდებობის პირებთან, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას სანქციებით გამოწვეული პრობლემები არ ადარდებს.
“სახელმწიფო სუვერენიტეტი რომ აღელვებდეთ, ამ განცხადებებს არ გააკეთებდნენ, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის გერმანიაში დოქტორანტურა დამთავრებულმა პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე სანქციები ნიშნავს მოლაპარაკებების მაგიდის დახურვას ამ თანამდებობის პირებთან და შესაბამისად, აღარავინ აღარ დაუჯდება იმავე პარლამენტის თავმჯდომარეს მაგიდასთან ორმხრივ თანამშრომლობაზე სასაუბროდ და იმ პროგრესსა და განვითარებაზე სასაუბროდ, რაც ასეთ ორმხრივ თანამშრომლობას მოაქვს. ეს მათ არ აღელვებთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება.