ორ სკამზე ჯდომას არავინ აპატიებს საქართველოს. ეს არ არის ბელარუსიც კი, საქართველოს ხელისუფლების დასჯა არ არის რთული და ისინი აუცილებლად დაისჯებიან, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, საქართველოს აქვს რისკი, რომ უარი ეთქვას ყველაფერზე.
“ვაშინგტონში მოვიდნენ ქორები ხელისუფლებაში. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, საქართველოს აქვს რისკი, რომ უარი ეთქვას ყველაფერზე და ეს ყველაფერი არ ნიშნავს მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, აშშ-ის აქვს გადამწყვეტი ხმა უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის, ფინანსურ ინსტიტუტებში.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლეგიტიმაციის კრიზისზე, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, რომ მიდის, ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი იხდის ფულს? ეს არის მთლიანად დასავლური ფული და ამ პროგრამებს შეიძლება შეექმნას პრობლემები, და ერთ დღეს გაჩერდეს ეს მშენებლობები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს დაარტყამს ეროვნულ ვალუტას. ის, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებდა წინასაარჩევნო პერიოდში არის პირველი ნიშანი იმ კატასტროფის, რაც შეიძლება ლარს დაემართოს.
ორ სკამზე ჯდომას არავინ აპატიებს საქართველოს. ეს არ არის ბელარუსიც კი, საქართველოს ხელისუფლების დასჯა არ არის რთული და ისინი აუცილებლად დაისჯებიან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.