იმის გამო, რომ მათ გააცნობიერეს, რომ აბსოლუტურად ვერაფერს ამ კანონით ვერ მიაღწევენ, თავადვე დახევენ ამ კანონს და გადავლენ სრულიად ჩვეულებრივ, პრიმიტიულ უკანონო მოქმედებებზე, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
“მე მოლოდინი მაქვს, რომ ზუსტად იმის გამო, რომ მათ გააცნობიერეს, რომ აბსოლუტურად ვერაფერს ამ კანონით ვერ მიაღწევენ, თავადვე დახევენ ამ კანონს და გადავლენ სრულიად ჩვეულებრივ, პრიმიტიულ უკანონო მოქმედებებზე.
ხვალ შეიძლება იარაღი მიპოვონ და დამიჭირონ, არც ამას გამოვრიცხავ მათგან, საერთოდ არაფერი გამიკვირდება. ლეგიტიმური რაიმე საფუძველი სამართლებრივად მათ არ აქვთ, ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც განახორციელებენ, იქნება ძალადობრივი და უკანონო”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.