spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – წინ არის მისი საგარეო პოლიტიკური გზავნილები, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ცალკე გამოსვლა ექნება ამისთვის

საგარეო პოლიტიკური გზავნილებისგან დაცლილი იყო. მას არც ერთხელ არ უხსენებია არა მხოლოდ  უკრაინა, არამედ არც ისრაელი, არც ღაზაში მიმდინარე მოვლენები, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ ტრამპს სხვა დრო ექნება.

“არ მეგულება დედამიწაზე არცერთი სახელმწიფო, სადაც არ ელოდებოდნენ რა იქნებოდა მთავარი გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის საინაუგურაციო გამოსვლის. როგორც მას სჩვევია, გაგვანებივრა მან თავისი გამოსვლით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორი გამოსვლა ვნახეთ, მას საგარეო პოლიტიკაზე არ უსაუბრია. ის დარჩა ერთგული თავისი მთავარი საარჩევნო ხაზის, რომელსაც ის საუბრობდა, რომ მისი მთავარი ამოცანა არის ამერიკის შესახებ საუბარი, ამერიკული შიდა პოლიტიკა და ყველაფერი დანარჩენი ამ პოლიტიკის სამსახურში. საგარეო პოლიტიკური გზავნილებისგან დაცლილი იყო. მას არც ერთხელ არ უხსენებია არა მხოლოდ უკრაინა, არამედ არც ისრაელი, არც ღაზაში მიმდინარე მოვლენები. ეს ჩვენთვის, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ წინ არის მისი საგარეო პოლიტიკური გზავნილები, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მას ცალკე გამოსვლა ექნება ამისთვის, როდესაც ყველას ინტერესს დააკმაყოფილებს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები