spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინათინ ბოკუჩავა – იმპიჩმენტად წოდებული პოლიტიკური ცირკის მთავარი მიზანია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლა

“ის ორგანყოფილებიანი პოლიტიკური  ცირკი, რომელსაც ჯერ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ადევნებდა თვალს საზოგადოება და ახლა ამ დარბაზში უნდა გაგრძელდეს, დაიდგა სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟის მიზნით“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ.

 

მისი თქმით, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე  იმპიჩმენტი საქართველოსთვის ამ შესაძლებლობის წართმევის მცდელობაა.

 

“ეს გითხრათ ბორელმა, რომელიც ჩამოსული იყო აქ და განმარტა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ძალიან ნეგატიურად არის აღქმული ბრიუსელში და შესაბამისად, ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამ ისტორიულ გადაწყვეტილებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე კვირა და ბუნებრივია, ეს ცირკი ემსახურება, რომ საქართველომ მორიგ ჯერზე კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები