spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინათინ ბოკუჩავა – საქართველოს ყველა მეგობარი თბილისსა თუ ბრიუსელში აცხადებს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი

“საქართველოს ყველა მეგობარი თბილისსა თუ ბრიუსელში აცხადებს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპას, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, რომ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა საქართველომ უნდა გამოიყენოს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს ისტორიული არჩევანი საბოლოო ჯამში, რეალობად იქცეს ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

ბოკუჩავამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

 

“ღარიბაშვილი ამ დროს კონფერენციაში მონაწილეობს ევროპაში ერთადერთი პროპუტინისტი ლიდერის მიწვევით. ტყუილად არ არის, რომ გავლენიანი სენატორი ჯინ შაჰინი საუბრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ და დიახ, სწორედ ღარიბაშვილის ავტოკრატიული მეგობრების და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, თქვენივე პოლიტიკური ოჯახი განიხილავს თქვენს გარიცხვას ევროპელ სოციალისტთა პარტიიდან. ამით თქვენ დაკარგავთ ბოლო კავშირს ევროპასთან.

 

თქვენივე პოლიტიკური ოჯახი განიხილავს თქვენს გარიცხვას ბრიუსელში, თქვენივე პრემიერის წარმომადგენლები დღეს, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გეუბნებიან, რომ თქვენ, ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულეთ რაც გაეცით და თქვენივე დიდი ძალისხმევით არჩეული პრეზიდენტი გეუბნებათ, რომ ფერი იცვალეთ საგარეო პოლიტიკაში, იმიტომ  რომ დღეს, „ქართული ოცნება“ ყველაზე ნათლად წარმოაჩენს, რომ რუსულ საქმეს აკეთებს საქართველოში“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები