spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თომას ჰაკერი – მოვახერხე მშვიდობიან აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს

გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

 

“ქართულ ოცნებაზე” დღემდე არ მოუხდენია შთაბეჭდილება ე.წ. “გარე გავლენის გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და არ ჩანს მათი მხრიდან დათმობის ნიშანი. პრაქტიკაში, კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას.

 

მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულიად მოწყვეტილია საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.

 

ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად გაბედულად აპროტესტებს ხელისუფლებას და რუსეთის მიერ ძალად თავსმოხვეულ კანონს, იმსახურებს ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას.

 

გუშინ მოვახერხე მშვიდობიან აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს”, – აცხადებს ჰაკერი.

 

ფოტო: “ფორმულა”

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები