7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ, ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი თავისუფალია! – ამის შესახებ დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამალაძის თქმით, გადაწყვეტილება უდოს კომისიამ მიიღო, სადაც განცხადება გასული წლის ნოემბერში ჰქონდათ გაგზავნილი.
დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. სასულიერო პირს 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.