spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თორნიკე მიგინეიშვილი – ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში

ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განიხილება, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე შემდგომში გადახედვის დროს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხი, – ამის შესახებ დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის უფლებადამცველმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

“ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განიხილება, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე შემდგომში გადახედვის დროს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე სხვა ბრალდებულებთან ერთად უკანონოდ დარჩა პატიმრობაში. პირველ რიგში, ეს იქნება მეექვსე მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რადგან ვერ შეაფასა სასამართლომ ის საფუძვლები, რომლებიც უნდა შეეფასებინა, არ არსებობდა მიმალვის საფრთხე, არ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, არ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, თუმცა სასამართლომ ყველა მათგანი დატოვა, როგორც საფრთხე, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულიყო და ამის საპასუხოდ ვხედავთ ჩვენ, რომ თვეებია გასული და წინ გამოძიება ვერ მიდის. ასევე, იქნება მეხუთე მუხლი გამოყენებული, რაც ითვალისწინებს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საკითხს, ასევე იქნება მე-18 მუხლი დაყენებული სასამართლოს წინაშე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია”, – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული კი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები